"აბრეშუმის რკინიგზა" ოფიციალურად გაიხსნა-საქართველოში ჩინეთიდან პირველი მატარებელი შემოვიდა

საქართველო, თბილისი - 12:02 | 13.12.2015
ნანახია: 1491

თბილისში დღეს ჩინეთიდან წამოსული პირველი სატრანზიტო მატარებელი შემოვიდა, რითიც ოფიციალურად გაიხსნა აბრეშუმის რკინიგზა. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაური მატარებელს საქართველოს რკინიგზის გენერალურ დირექტორთან და ჩინეთის ელჩთან ერთად დახვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აღნიშნული პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის და ის გაზრდის ქვეყანაში ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების რაოდენობას.

მატარებელმა გამოიარა ჩინეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი და საქართველოს გავლით თურქეთში ჩავა. ეს არის პირველი ტრანზიტული ტვირთი და რეალურად განხორციელებული აბრეშუმის გზის პროექტი. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე