იტალიის ყოფილი პრემიერის მშობლები თაღლითობის გამო დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:18 | 19.02.2019
ნანახია: 731

იტალიის ყოფილი პრემიერის მატეო რენცის მშობლები - ტიციანო რენცი და ლაურა ბოვოლი თაღლითობის ბრალდებით შინაპატიმრობაში იმყოფებიან. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

რენცებს ბრალი ედებათ თაღლითური გზით მათი კუთვნილი კომპანიების გაკოტრებასა და ყალბი ანგარიშების გამოყენებაში.

სამართალდამცველბმა შინაპატიმრობა აღკვეთის სახით მტკიცებულებების განადგურების თავიდან აცილების მიზნით გამოიყენეს. გამოძიება გრძელდება.

 „მე მჯერა იტალიიის მართლმსაჯულების სისტემის. ამიტომ მინდა რაც შეიძლება სწრაფად დავესრო სასამართლოს“, - წერს იტალიის ყოფილი პრემიერი Facebook-ზე.

მისი თქმით, ექსპერტებმა განაცხადეს, რომ მსგავსი აბსურდული და არაპროპორციული ზომები არასდროს უნახავთ. რენცის აზრით, მის ოჯახზე თავდასხმები მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება.

რენცი იტალიის პრემიერი 2014-2016 წლებში იყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე