დაზიანებული ავტომობილები და აივანი - ძლიერი ქარი თბილისში

საქართველო, თბილისი - 12:05 | 19.02.2019
ნანახია: 1014

ძლიერმა ქარმა, სამგორის რაიონში ერთ-ერთ საწყობს სახურავის ნაწილი გადახადა, რომელიც გაზის მილსა და გარე განათების ბოძს დაეცა. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაზიანებულია ერთი ავტომანქანა. მათივე ინფორმაციით, დაშავებული არავინაა.

ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

ძლიერი ქარის გამო დიღომში, ერთ-ერთი საცხოვრებლი კორპუსიდან აივნის ნაწილი ჩამოიშალა. ჩამოშლილი ნაწილი ეზოში მდგომ ორ მსუბუქ ავტომობილს დაეცა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გართულების პრევენციის მიზნით, აივნის დაზიანებული ნაწილიც ჩამოანგრიეს, რომელიც კვლავ ნგრევის საფრთხეს ქმნიდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე