შსს-მ დიდი ოდენობით ე.წ. ექსტაზი ამოიღო

საქართველო, თბილისი - 11:44 | 13.12.2015
ნანახია: 1418

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა დიდი ოდენობით "ექსტაზი" ამოიღეს. შს სამინისტროს ინფორმაციით, შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გენადი ჭ. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას 13 აბი ე.წ. "ექსტაზი" ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,3669 გრ 3,4-მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს. ნარკოლოგიური ექსპერტიზის შედეგად, დაკავებულს ბუპრენორფინის, ტეტრაჰიდროკანაბინოლის, ამფეტამინის, მეტამფეტამინის და მდმა-ს მოხმარების ფაქტი დაუდგინდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით და 273-ე მუხლით).




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე