12 დაღუპული და 22 დაშავებული - ავტომობილი საქორწილო პროცესიას დაეჯახა

საქართველო, თბილისი - 10:40 | 19.02.2019
ნანახია: 611

ინდოეთში სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა, მას შემდეგ რაც სატვირთო ავტომობილი საქორწილო პროცესიას დაეჯახა. ინციდენტი რაჯასტანის შტატში მოხდა.

ინდური მედიის ცნობით, ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაშავებულთა უმეტესობის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ექიმები შიშობენ, რომ მსხვერპლთა როდენობა შესაძლოა გაიზარდოს. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც.

ჯერჯერობით უცნობია, დანაშაულის მოტივები. დაწყებულია გამოძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე