რუსოფობია საშიშია ჯანმრთელობისთვის - კონსტანტინ კოსაჩევი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს

საქართველო, თბილისი - 17:29 | 18.02.2019
ნანახია: 933

რუსოფობია ჯანმრთელობისთვის საშიშია, - ასე მიმართა რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩევმა დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრს გევინ უილიამსონს, რომელმაც არქტიკაში სამხედრო ძალების გაზრდის შესახებ განაცხადა.

უილიამსონმა აღნიშნა, რომ ბრიტანეთი გეგმავს არქტიკაში სამხედრო ძალების გაზრდას, რათა დაიცვას ნატო -ს ჩრდილოეთ ფლანგი რუსეთისგან.

კოსაჩევმა აღნიშნა, რომ თავდაცვის მინისტრის განცხადება ნატოს ახლანდელ ლოგიკას და ბრიტანეთის მოტივებს შეესაბამება. მისი თქმით, მას სურს ყურადღება გადაიტანოს Brexit-თან დაკავშირებული პრობლემებისგან. კოსაჩევი ამბობს, რომ ბრიტანელების მუქარა რუსეთში არავის ანაღვლებს, მაგრამ ნატო-ს აქტივიზაცია არქტიკაში წარმოადგენს მაღალი რისკის შემცველ საფრთხეს.

 „ბრიტანელ მინისტრს უნდა შევახსენო მისი ამერიკელი კოლეგის - აშშ-ის თავდაცვის პირველი მინისტრის ჯეიმს ფორესტოლის სევდიანი ბედის შესახებ, ის 1949 წელს ფსიქიკური კრიზისის გამო კლინიკაში მოათავსეს. როგორც წერენ, ავადმყოფობის დროს ფორესტოლი გამუდმებით იმეორებდა: „რუსები მოდიან, რუსები მოდიან. ისინი ყველგან არიან. მე ვნახე რუსი ჯარისკაცები“. ამის შემდეგ კი ის სახურავიდან გადახტა. რუსოფობია მართლაც საშიშია ჯანმრთელობისთვის“, - წერს კოსაჩევი Facebook-ის გვერდზე.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე