ჩვენ ყველანაირ ზეწოლას გამოვიყენებთ უზურპაციის შესაჩერებლად, არ გავჩერდებით! - ხუან გუაიდო

საქართველო, თბილისი - 15:33 | 18.02.2019
ნანახია: 779

ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა ხუან გუაიდომ დაგმო ვენესუელის დე-ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომლის თანახმად  ქვეყანაში ევროპარლამენტის დეპუტატები არ შეუშვეს.

 „ვენესუელაში მოწვეული ევროპარლამენტის დეპუტატების დელეგაცია გააძევა ოზოლირებულმა და აბსურდულმა რეჟიმმა. სწორედ უზურპატორის ქმედება აძლიერებს დროებითი მთავრობისთვის ხელისუფლების გადაცემის ფაქტის საჭიროებას. ჩვენ ყველანაირ ზეწოლას გამოვიყენებთ უზურპაციის შესაჩერებლად. არ გავჩერდებით!“- დაწერა გუაიდომ Twitter-ში.

ესპანეთის სახალხო პარტიის წარმომადგენელმა ესტებან გონსალეს პონსმა განაცხადა, რომ ის და ევროპარლამენტის დელეგაციის სხვა წევრები ნიკოლას მადუროს ბრძანებით ვენესუელაში არ შეუშვეს. ევროპარლამენტის დელეგაციას შეხვედრები უნდა გაემართა ხაუნ გუაიდოსა და ევროპის ქვეყნების ელჩებთან.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე