ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის დასუსტებას ცდილობს, რათა ხელში ჩაიგდოს - ფადი ასლი

საქართველო, თბილისი - 14:23 | 18.02.2019
ნანახია: 1013

ფადი ასლი ამბობს, რომ მათ საერთაშორისო ქსელებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის დასუსტებას ცდილობს, რათა ხელში ჩაიგდოს ის და დაეხმაროს საერთაშორისოდ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს. 

ამის შესახებ ფადი ასლიმ დღეს ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, შეშფოთებულია საქართველოში ბიზნესის ირგვლივ განვითარებული მოვლენებისა და იმ ინფორმაციების გამო, რომელიც მან საერთაშორისო წყაროებისგან მიიღო. 

"ბატონ ივანიშვილს თიბისი ბანკისა და ანაკლიის პორტის ხელში ჩაგდება სურს. მას ამ მიზნის მიღწევა არა ბანკის შეძენით, არამედ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ჩამოშორებით სურს, რის შემდეგაც, მას უნდა, რომ ბანკში მასთან დაახლოებული პირები დანიშნოს მმართველად. ამის მისაღწევად ის საქართველოს ეროვნულ ბანკს იყენებს. ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, მისი [ივანიშვილის] საბოლოო მიზანია, დაეხმაროს საერთაშორისოდ სანქცირებულ რუსულ კომპანიებს, რათა მათ TBC ბანკის გამოყენებით სანქციების გვერდის ავლა შეძლონ,"- ამბობს ფადი ასლი. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე