ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

საქართველო, თბილისი - 16:26 | 15.02.2019
ნანახია: 907

თბილისში, ბახტრიონის ქუჩაზე ავტომობილი ტანსაცმლის მაღაზიაში შევარდა. დიდი სიჩქარით მომავალი "ჰიუნდაის" მარკის ავტომობილი ჯერ ადგილზე მყოფ რამდენიმე მანქანას შეეჯახა, შემდეგ კი, მაღაზია "ელეგანტში" შევარდა. დაზიანდა მაღაზიის შიდა და გარე ფასადი. 

ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. შსს-ს ინფორმაციით, მანქანის მძღოლი ადმინისტრაციული წესით 250 ლარით დაჯარიმდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე