უახლოეს დღეებში საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი ნალექი

საქართველო, თბილისი - 16:04 | 15.02.2019
ნანახია: 772

16-19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, მთიან და მაღალმთიან ზონაში თოვა, ზოგან ნისლი და ქარბუქი. ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი ღელვა.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში თოვლის ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე