„თიბისი ბანკის“ ხელში ჩაგდებით, ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას - ნათელაშვილი

საქართველო, თბილისი - 15:27 | 15.02.2019
ნანახია: 698

ბიძინა ივანიშვილი თიბისი ბანკის ხელში ჩაგდებით დაასრულებს ქვეყნის საფინანსო-საბანკო სისტემის ოკუპაციას, ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი აცხადებს. ის  მამუკა ხაზარაძეს ქუჩაში გამოსვლას, საკუთარი ინტერესების დაცვასა და ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლების დასრულებისკენ მოუწოდებს.

"თიბისი ბანკის ხელში ჩაგდებით რაც დაგეგმილი აქვს ბიძინა ივანიშვილი დაასრულებს ჩვენი ქვეყნის საფინანსო-საბანკო ოკუპაციას და დიდი ხნით გაიმყარებს პრივილეგირებულ მდგომარეობას მათ შორის პოლიტიკაშიც. ამიტომ თუ ხაზარაძეს დ ამის გუნდს შერჩენია თავმოყვარეობა და თუ უნდათ გარკვეულწილად გამოასწორონ ის ცოდვები, რაც მიუძღვით ქართველი ხალხის წინაშე ყაჩაღური საბანკო პოლიტიკის შედეგად, კეთილი ინებონ  გამოვიდნენ ქუჩაში და დაიწყონ ივანიშვილის რეჟიმის მსხვრევა,“- აცხადებს ნათელაშვილი.

ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს  ხელმოწერის უფლების შეუჩერა და სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევა მოითხოვა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე