მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშის მოტივებით არის ნასაზრდოები - დავით უსუფაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:55 | 15.02.2019
ნანახია: 672

მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები, - განაცხადა „შენების“ მოძრაობის ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა.

„„თიბისი“ ბანკის გარშემო განვითარებული საკითხები სწორედ რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხია და ამიტომ მივმართავ ყველას, აუცილებლად ბოლომდე გავარკვიოთ ყველა დეტალი, მაგრამ არ დავუშვათ ბანკის და ფინანსური სისტემის დამაზიანებელი პანიკური მოვლენები.

მე ჩემს პოლიტიკურ და სამოქალაქო ვალდებულებად ვთვლი ღიად და მკაფიოდ განვაცხადო - მამუკა ხაზარაძის მიმართ განვითარებული მოვლენები პოლიტიკური რევანშისა და პოლიტიკური პრევენციის მოტივებით არის ნასაზრდოები. რაც შეეხება ამ მოტივაციით 11 წლის წინანდელ გადაწყვეტილებების ხელახლა შესწავლა-გამოძიებას, ამ გადაწყვეტილებების კანონთან და საბანკო პრაქტიკასთან შესაბამისობის შეფასებას ველი სათანადო ცოდნის და გამოცდილების მქონე ადამიანებისგან, მაგალითად, ბატონი ნოდარ ჯავახიშვილისგან. გარდა ამისა, აუცილებლად ვთვლი, ეროვნული ბანკის მიერ ამ საკითხის წინა შესწავლის მასალების და დასკვნების გამოქვეყნებას“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე