არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი - გახარია

საქართველო, თბილისი - 12:57 | 15.02.2019
ნანახია: 1061


საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი „თიბისი ბანკის“ საქმეს ეხმიანება. გიორგი გახარია ამბობს, რომ ეროვნული ბანკის მოთხოვნა, ფინანსური რეგულაციების ფარგლებში, მარეგულირებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა და ის ამ გადაწყვეტილებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს. 

„ეს გახლავთ მარეგულირებლის მიერ, ფინანსური ბაზრის რეგულაციის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილება და ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. თუ მეკითხებით, როგორც ყოფილ ბიზნესომბუდსმენს, გიპასუხებთ, რომ „თიბისი ბანკი“ არის სისტემური ბანკი ქვეყნისთვის. დარწმუნებული ვარ, ეს ყველაზე კარგად ესმის ეროვნულ ბანკს და მარეგულირებელს. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია, რომელსაც უკეთ ესმოდეს „თიბისი ბანკის“ სისტემის მნიშვნელობა, ვიდრე ეს არის რეგულატორი. ამიტომ აქ ვერანაირი კითხვის ნიშნები ვერ იქნება, მით უმეტეს, ჩემი მხრიდან“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, მამუკა ხაზარაძეს და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს ხელმოწერის უფლება შეუჩერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე