ამერიკელი სენატორები დონალდ ტრამპს მიმართავენ საჯაროდ მოსთხოვოს რუსეთს საქართველოს ოკუპაციის შეწყვეტა
საქართველო, თბილისი - 11:33 | 15.02.2019 ნანახია: 1011სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარემ, სენატორმა ბობ მენენდესმა (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი), სენატორებმა ლინდსი გრემმა (რესპუბლიკელი - სამხრეთ კაროლაინის შტატი), კორი გარდნერმა (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი), ბენ კარდინმა (დემოკრატი-მერილენდის შტატი), ჯინ შაჰინმა (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი) ა. წ. 13 თებერვალს აშშ-ის სენატში შეიტანეს კრემლის აგრესიისაგან ამერიკის უსაფრთხოების დამცავი 2019 წლის კანონპროექტი (Defending American Security from Kremlin Aggression Act of 2019, DASKA). კანონპროექტი მიზნად ისახავს, რუსეთის აგრესიული ქმედებების საპასუხოდ, გაზარდოს მასზე ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური ზეწოლა.
ამ კანონპროექტში, აშშ-ის კონგრესის სხვა, მრავალი წინამორბედი საკანონმდებლო დოკუმენტების მსგავსად, კვლავაც ასახულია საქართველოს მტკიცე მხარდამჭერი დებულებები.
კანონპროექტის მიხედვით, „აშშ-ის პრეზიდენტმა საჯაროდ უნდა მოსთხოვოს რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებას, რომ ყირიმი დაუბრუნოს უკრაინის ხელისუფლების კონტროლს, შეწყვიტოს მხარდაჭერა სეპარატისტული ძალადობისადმი აღმოსავლეთ უკრაინაში, შეწყვიტოს ოკუპაცია და მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებზე მყოფი სეპარატისტებისადმი და შეწყვიტოს სირიის ბაშარ ალ ასადის ძალისმიერი რეჟიმის გაძლიერება, რომელიც ჩადის სამხედრო დანაშაულს.“
„რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) თანხები უნდა მოხმარდეს, სახელმწიფო მდივნის მიერ განსაზღვრულ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებს, რომლებიც მოწყვლადნი არიან რუსეთის ფედერაციის დამაზიანებელი ზეგავლენისადმი.“ ამ მხრივ ფონდის მიზნების ჩამონათვალში ასახულია, რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციით გამოწვეულ კრიზისზე რეაგირების მნიშვნელობა - ფონდის ერთ-ერთი მიზანია „უპასუხოს ჰუმანიტარულ კრიზისსა და არასტაბილურობას, რომელიც გამოწვეულია, თუ გაძლიერებულია რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში შეჭრითა და ოკუპაციით.“ - აღნიშნულია აქტის ტექსტში.
კანონმდებლობა ითვალისწინებს ყოვლისმომცველი პოლიტიკური მექანიზმების შექმნას - მაგ. კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სანქციების კოორდინირებისათვის ახალი პოლიტიკური ოფისის შექმნას, რათა უკეთ მოხდეს აშშ-ის მიერ კრემლის აგრესიულ ქმედებებზე საპასუხო ქმედებების განხორციელება. იგი ასევე მხარდაჭერას გამოხატავს ნატოსადმი და უკრძალავს აშშ-ის პრეზიდენტს, სენატის თანხმობის გარეშე აშშ-მა დატოვოს ნატო-ს რიგები.
„არ შეიძლება პუტინის ქმედებების მოთმენა, უმოქმედობის მყისიერი შედეგია სირიაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფა, რეგიონული არასტაბილურობა, უკრაინელი მეზღვაურების გატაცება, უკრაინული გემების მიტაცება და საერთაშორისო ნორმების ეროზია. ერთი რამ ცხადია: მოსკოვი კვლავაც გააგრძელებს ზეწოლას მანამდე სანამდე მას არ შეხვდება რეალური წინააღმდეგობა. ამიტომაც ჩვენ შეგვაქვს აქტი, რომელიც ერთიანი სახით პასუხობს კრემლისგან მომდინარე საფრთხისშემცველ რეალობას; ამავე დროს იგი ჩვენს მოწინააღმდეგეებსა და მოკავშირეებს აწვდის მკაფიო გზავნილს, რომ აშშ-ის კონგრესი დაიცავს ჩვენს ინსტიტუტებს, მოკავშირეებსა და ფასეულობებს.“ - ნათქვამია აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თანათავმჯდომარის, აქტის წარმდგენი სენატორის, მენენდესის (დემოკრატი-ნიუ ჯერსის შტატი) განცხადებაში.
„ჩვენი მიზანია შევცვალოთ სტატუს-კვო და პუტინის რუსეთის წინააღმდეგ შემოვიღოთ მნიშვნელოვანი სახის სანქციები და ზომები. ... ამ აქტში ასახული სანქციები და სხვა სახის ზომები, აქამდე ოდესმე არსებულ ზომებზე უფრო ძლიერია - იგი პირდაპირი პასუხია პუტინის დაუოკებელ სურვილზე, რომ ძირი გამოუთხაროს აშშ-ის დემოკრატიას. ჩვენს მიერ შემოთავაზებული ზომები მიმართულია, რომ მაქსიმალურად, ყველაზე უფრო ძლიერი სახით უპასუხოს პუტინის ქმედებებს.“- ნათქვამია აქტის თანასპონსორი სენატორის, გრემის (რესპუბლიკელი-სამხრეთ კაროლაინას შტატი) განცხადებაში.
„კონგრესი განაგრძობს, რომ მოწინავე როლი შეასრულოს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად, აშშ-სა და საზღვარგარეთ დემოკრატიული ინსტიტუტების წინააღმდეგ, რუსეთის მიერ მიმდინარე აგრესიასთან ბრძოლაში.“ - აღნიშნულია აქტის თანაპონსორი სენატორის, კარდინის (დემოკრატი-მერილენდის შტატი) მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
სენატორი გარდნერის (რესპუბლიკელი-კოლორადოს შტატი) განმარტებით, „პუტინის რუსეთი არის არალეგიტიმური რეჟიმი, რომელიც ყველა შესაძლო გზით ცდილობს ძირი გამოუთხაროს საერთაშორისო სამართალს და დაანგრიოს აშშ-ის ლიდერობით არსებული ლიბერალური, გლობალური წესრიგი. ... ამ აქტით კონგრესი აჩვენებს ძლიერ, ორპარტიულ სიმტკიცეს კრემლის სიცრუის წინააღმდეგ და იმედი მაქვს, რომ ეს აქტი მალე მიიღებს კანონის ძალას.“
„ეს საკანონმდებლო აქტი ეყრდნობა კონგრესის წინა პერიოდის ძალისხმევებს, რომ რუსეთს მოეთხოვოს პასუხი აშშ-ისა და გლობალური მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ მისი აგრესიული ქცევისათვის.“ - აღნიშნავს აქტის თანასპონსორი სენატორი, შაჰინი (დემოკრატი-ნიუ ჰემპშირის შტატი).
სენატორების მიერ წარდგენილი აქტი შეიცავს ახალ ელემენტებს, კერძოდ რუსეთის მიერ საზღვარგარეთის ქვეყნების დემოკრატიულ ინსტიტუტებში ჩარევის საპასუხოდ რუსეთისადმი აწესებს სანქციებს. ასევე საკანონმდებლო აქტი ასევე შეიცავს მნიშვნელოვან დებულებებს, კერძოდ ასახავს ნატო-სადმი აშშ-ის ძლიერ მხარდაჭერას, ქმნის ეროვნული ერთობის ცენტრს (National Fusion Center), რომ გაუმკლავდეს ჰიბრიდული სახის საფრთხეებს, სახელმწიფო დეპარტამენტის ფარგლებში ქმნის კიბერუსაფრთხოებისა და ციფრული ეკონომიკის ოფისს; ზეწოლას ახორციელებს რუსეთის ხელისუფლებაზე, რომ შეაჩეროს ობსტრუქციული სახის საერთაშორისო ძალისხმევები; მოითხოვს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, წარმოადგინოს არგუმენტაცია, თუ რამდენად პასუხობს რუსეთი კრიტერიუმს, რათა იგი შეიყვანონ ტერორიზმის სპონსორი ქვეყნების სიაში; მოითხოვს რუსეთის გავლენის წინააღმდეგ შექმნილი ფონდის (Countering Russia Influence Fund) ხელახალ ავტორიზაციას. იგი დახმარებას აღმოუჩენს კრემლის ჩარევისადმი მოწყვლად ევროპულ ქვეყნებს.
ზემოხსენებული კანონპროექტი საჭიროა დამტკიცდეს აშშ-ის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ. ამის შემდეგ იგი აშშ-ის პრეზიდენტს გადაეგზავნება. პრეზიდენტის მიერ კანონპროექტზე ხელმოწერის შემთხვევაში, იგი კანონის ძალას მიიღებს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა