კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა აღიკვეთება - კახა კალაძე

საქართველო, თბილისი - 11:20 | 15.02.2019
ნანახია: 881

აღიკვეთება კოეფიციენტების მატება და K2 კოეფიციენტების გაყიდვა, - ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, რეგულაცია გავრცელდება ყველა ნებართვაზე.

„დედაქალაქს შევუქმნათ სწორი განვითარების პირობები.წლების მანძილზე კოეფციენტების გადამეტების მავნე პრაქტიკამ ხელი შეუწყო ქალაქის დამახინჯებას“, - თქვა კალაძემ.

"მერიის ახალი მენეჯმენტი ერთ წელზე მეტია, რაც ოფიციალურად შევუდექით საქმიანობას, კა-2 კოეფიციენტის მატების ინსტრუმენტს უდიდესი სიფრთხილით ვეკიდებოდით, თუმცა ეს ზვავის პრინციპით აგორებული პროცესი, წლების განმავლობაში ნაგროვები პრობლემის აღმოფხვრა, მხოლოდ რადიკალური გადაწყვეტილებით არის შესაძლებელი, ამიტომ გადავწყვიტეთ, სამართლებრივ დონეზე საერთოდ ავკრძალოთ კა-2 კოეფიციენტით მანიპულაციები. როგორი ინოვაციური და მასშტაბური პროექტებიც არ უნდა განვახორციელოთ მომავალში, იქნება ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია თუ გარემოზე ზრუნვა, ყველაფერი გაუფერულდებოდა, ამის პარალელურად ხელშეუხებლად დარჩებოდა წლების განმავლობაში მიმდინარე ურბანული ქაოსი. ეს გადაწყვეტილება არის დასაწყისი, ჩვენ ეტაპობრივად მოვაწესრიგებთ სამართლებრივ ჩარჩოს და უზრუველვჰყოფთ თბილისის სწორად განვითარებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

K2 გვიჩვენებს თუ რა მოცულობის შენობის აგებაა დასაშვები, რაც გამოითვლება შემდეგნაირად:თუ მიწის ნაკვეთი 400 კვ.მ-ია, ნორმატიული კ2 კი 1.8, საპროექტო კ2-ს მივიღებთ : 400*1.8=720 კვ.მ (ესეიგი შენობის სართულების საერთო ფართი არუნდა აღემატებოდეს 720 კვ.მ-ს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე