დონალდ ტრამპი მექსიკის საზღვართან საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს

საქართველო, თბილისი - 10:21 | 15.02.2019
ნანახია: 681

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ხელს მოაწერს ბიუჯეტს და მექსიკის საზღვარზე საგანგებო მდგომარეობას გამოაცხადებს, - ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მიდვანმა სარა სანდერსმა განაცხადა.

მისი თქმით, ამგვარად სზღვარზე ეროვნული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კრიზისი მოგვარდება.

„პრეზიდენტი შეასრულებს კედლის აშენების პირობას. დაიცავს საზღვარს და ჩვენი ქვეყნის  უსაფრთხოებას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა სანდერსმა.

კედლის ასაშენებლად შეთანხმებული ბიუჯეტი ტრამპის მოთხოვნილი 5,7 მლრდ დოლარის ნაცვლად მხოლოდ 1,4 მლრდ დოლარს გამოყოფს. ამ უთანხმოებამ უკვე გამოიწვია ბიუჯეტის 35-დღიანი კრიზისი.

ტრამპის გადაწყვეტილება სავარაუდოდ, სასამართლოში გასაჩივრდება, რომელმაც შესაძლოა, ეს გადაწყვეტილება გააუქმოს, თუ მას უსაფუძვლოდ მიიჩნევს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე