საკითხი ვინ წავა, წამოვა, კონკრეტული ადამიანების საქმეა - სოფო კილაძე

საქართველო, თბილისი - 13:08 | 14.02.2019
ნანახია: 695

თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს,“ - ეს განცხადება მმართველი გუნდის დეპუტატმა, სოფო კილაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატები ეკა ბესელიას მიერ წარდგენილ კანონპროექტს ეხმაურებიან, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერებას ეხება.

„ქართული ოცნების“ წევრებს იურდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარის კანონპროექტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვთ.

„უმრავლესობის უმრავლესობას ამ საკითხზე ჯერ არ უმსჯელია. მე მაქვს ჩემი მოსაზრება, როგორც იურისტს. ნამდვილად არსებობს აქ გარკვეული კითხვის ნიშნები კონსტიტუციურობასთან მიმართებით. ჩვენ რაც არ უნდა კარგი მიზანი გვქონდეს კონკრეტულ შემთხვევაში, კონსტიტუციას გვერდს ვერ ავუვლით. საკითხი ვინ წავა, წამოვა, ეს კონკრეტული ადამიანების საქმეა და როგორც არაერთხელ ითქვა, ეს მათი გადასაწყვეტია. თუ ვინმეს გუნდის დატოვება უნდა, არავინ არავის არ აკავებს“,- განაცხადა სოფო კილაძემ.

ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. დეპუტატი ითხოვს, რომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შეჩერების შესახებ კანონპროექტი შემჭიდროვებულ ვადებში განიხილონ. მას იურიდიული კომიტეტის უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე