დავით ზალკალიანი 55-ე მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 12:16 | 14.02.2019
ნანახია: 637

საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიის ატლანტიკური ასოციაციისა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ერთობლივ ღონისძიებაში  ნატო-ს გაფართოების თემატიკაზე, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თავმჯდომარე ვოლფგანგ იშინგერი გახსნიან.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან და ასევე გერმანიის მთავრობის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

მიუნხენში ვიზიტის ფარგლებში დავით ზალკალიანი ქართული დიასპორის წარმომადგენლებსაც შეხვდება.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე