რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის - მაიკ პომპეო
საქართველო, თბილისი - 09:45 | 14.02.2019 ნანახია: 707„დღეს ევროპის თავისუფლების შენარჩუნება ყველა მოკავშირის პასუხისმგებლობაა. რუსეთს ევროპაზე დომინირების და მსოფლიო არენაზე გავლენის განმტკიცების დიდი გეგმები აქვს. ვლადიმერ პუტინის მიზანია ნატოს ალიანსის გახლეჩა, შეერთებული შტატების დასუსტება და დასავლური დემოკრატიების განადგურება. რუსეთის შეჭრა საქართველოსა და უკრაინაში, მისი არაპროვოცირებული თავდასხმა უკრაინულ გემებზე გასულ ნოემბერს შავ ზღვაში და ჩვენი და ჩვენი მოკავშირეების წინააღმდეგ მიმდინარე ჰიბრიდული ომი წარმოადგენს პირდაპირ გამოწვევას ჩვენი უსაფრთოხებისა და ცხოვრებისათვის,“ - გაბაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ პოლონეთში ახლო აღმოსავლეთის სამიტის მიმდინარეობისას.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება, სადაც საერთაშორისო კონფერენციის „Peace and Security in the Middle East” -მშვიდობა და უსაფრთხოება ახლო აღმოსავლეთში, გახსნით ღონისძიებაზე ხანმოკლე შეხვედრა და საუბარი შედგა ამერიკის სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან.
მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას, აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ აღინიშნა საქართველოს, როგორც რეგიონში აშშ-ს მტკიცე პარტნიორისა და მოკავშირის როლი. დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს საქართველოს მხარდაჭერისთვის, რაც ასევე გამოიხატა პოლონეთის რესპუბლიკაში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის დროს საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებულ საჯარო განცხადებაში, სადაც მან კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის აგრესია სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ.
მინისტრმა ამერიკის სახელმწიფო მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რთული ვითარებისა და იმ უკანონო ქმედებების შესახებ რასაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ამერიკის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღნიშნა, რომ აშშ ამ საკითხს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს, როგორც როგორც ორმხრივ, ასევე საერთაშორისო ფორმატებში.
მაიკ პომპეომ გამოხატა მზაობა და მხარდაჭერა ქვეყნებს შორის თავდაცვის, უსაფრთხოების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართ. მაღალი შეფასება მიეცა ქვეყნებს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას. განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს აქტიური ჩართულობა და მონაწილეობა გლობალურ საკითხებში, ამ მხრივ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მადლობა გადაუხადა ქართველ კოლეგას ვენესუელასთან დაკავშირებით გამოხატული პოზიციის გამო.
საგარეო საქმეთა მინისტრმა და სახელმწიფო მდივანმა დადებითი შეფასება მისცეს ქვეყნებს შორის ყველა დონეზე ინტენსიურ კომუნიკაციას, ამ კონტექსტში საუბარი შეეხო დაგეგმილ და განხორციელებულ მაღალი დონის ვიზიტებსა და შეხვედრებს.
პოლიტიკა
- ასე გამოიყურება ავტორიტარიზმი - მირიამ ლექსმანი მონაცემთა ბაზაზე
- „ოცნებას“ ფანტაზია გამოელია და mona.ge-ს mona.ru დაუპირისპირა - იაგო ხვიჩია
- "უსამშობლოების" სია გაკეთდება - ირაკლი ზარქუა
- მინდა, შალვა პაპუაშვილს კითხვა დავუსვა: ძალადობაზე როგორ ლაპარაკობ საერთოდ? რომელიმე ძალადობის ფაქტი შეაფასე? ყველაფერს როგორ აყალბებთ? საერთოდ ვინ ხართ, საიდან მოხვედით? - გიორგი ვაშაძე
სამართალი
- ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თეიმურაზ კუპატაძე
- ლადო აფხაზავასა და მის შვილზე თავდასხმაში ბარალდებულ პირს ბრალი წარედგინა
- სკოლებსა და სავაჭრო ცენტრებში რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიერება ან მოწყობილობა აღმოჩენილი არ ყოფილა - სუს-ი
- ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოს დასკვნითი სხდომა ისევ გადაიდო
მსოფლიო
- დიდი ბრიტანეთი რუსეთის სამხედრო ატაშეს გააძევებს
- აშშ-ის სამხედრო დახმარების შეფერხებას, უკრაინაში შედეგები მოჰყვა - იენს სტოლტენბერგი
- თუ უკრაინა დამარცხდება, ჩვენ, ყველა დავმარცხდებით - ბრიტანეთი და საფრანგეთი მოკავშირეებს მოუწოდებენ მეტი გააკეთონ უკრაინის დახმარებისთვის
- ჩვენ არ გვჯერა, რომ რაფაჰში შესვლა კარგი იდეაა, სხვა გზებიც არსებობს ამ საფრთხის შესაჩერებლად - ჯონ კირბი
კონფლიქტები
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
- ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ შეთანხმება დაამტკიცა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან პეტრიაშვილი თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- ისტორიული აღიარება - „პორშე ცენტრი თბილისს“ მსოფლიო ჯილდო PACE 2023 გადაეცა
- „ვოლვო ქარ საქართველოსთან“ პარტნიორობით „ასტრაზენეკა საქართველომ“ ავტოპარკი სრულად ელექტრო ავტომობილებით განაახლა
- „თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
- „თეგეტა მოტორსის“ სპეციალური შეთავაზება VARTA-ს, EXIDE-ისა და ENERGIZER-ის აკუმულატორებზე
სპორტი
- 26 მარტს, საქართველო-საბერძნეთის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი
- საქართველო - საბერძნეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 23 მარტიდან დაიწყება
- საქართველო-ლუქსემბურგის მატჩის ნახვა რესპუბლიკის მოედანზე, დიდ ეკრანზეც იქნება შესაძლებელი, მოეწყობა სპეციალური ფანზონა
- The Guardian-მა უეფა-ს პრეზიდენტობის კანდიდატთა შორის ლევან კობიაშვილიც დაასახელა