კიმ კარდაშიანის ქალად გადაქცეული მამინაცვალი ტრანსგენდერზე ქორწინდება (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 16:48 | 12.02.2019
ნანახია: 2061

კიმ კარდაშიანის ყოფილი მამინაცვალი ბრიუს ჯენერი, რომელმაც სქესი შეიცვალა და ქეითლინ ჯენერი გახდა, კვლავ ქორწინდება. მისი რჩეული ახალგაზრდა მოდელი სოფია ჰათჩინსია, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ბიჭი იყო და სახელად სკოტი ერქვა. წყვილი ერთმანეთს ერთ წელზე მეტია ხვდებიან.

მათ შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა - ქეითლინი 69 წლისაა, სოფია კი - 21-ის. თუმცა მათ ეს სრულებით არ აწუხებთ.

ბრიუს ჯენერი ცნობილი ათჭიდელია. მან 1975 წელს პანამერიკულ თამაშებზე და 1976 წელს მონრეალის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედლები მოიპოვა. თუმცა როგორც ქეითლინ ჯენერი (ბრიუს ჯენერი) ამბობს, თავს ბავშვობიდან ქალად მიიჩნევდა, იმის მიუხედავად, რომ კრის კარდაშიანთან (ცნობილი კარდაშიანების დედასთან) ქორწინებაში 23 წელი გაატარა.

2015 წელს კრისთან განქორწინების შემდეგ ბრიუს ჯენერმა საჯაროდ აღიარა, რომ თავს ქალად გრძნობდა, სიტყვიდან საქმეზე მალევე გადავიდა და სქესი შეიცვალა.

 

 

ставший женщиной отчим Кардашьян женится на трансгендере-ის სურათის შედეგი

ставший женщиной отчим Кардашьян женится на трансгендере-ის სურათის შედეგი




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე