სალომე ზურაბიშვილი ანგელა მერკელს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:36 | 12.02.2019
ნანახია: 806

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს შეხვდება. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისრაფიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გერმანიაში ვიზიტის დეტალები ზუსტდება და დღის წერსიგი მოგვიანებით გახდება ცნობილი. ბერლინში ვიზიტი  - 19-დან 21 თებერვლამდე.

ბერლინში ვიზიტამდე 17-19 თებერვალს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთს ეწვევა, სადაც საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება. 

პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა.

განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე