სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველო, თბილისი - 13:06 | 12.02.2019
ნანახია: 1139

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისას საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს შეხვდება.

პრეზიდენტის პარიზში ვიზიტი 17-დან 19 თებერვლამდე გასტანს, ხოლო ბერლინში - 19-დან 21 თებერვლამდე.

პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით, მთავრობამ შესაბამისი განკარგულება სამუშაო ვიზიტზე თანხმობის მიცემის შესახებ უკვე გამოსცა.

განკარგულების თანახმად, პრეზიდენტის ვიზიტი ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხს უკავშირდება




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე