თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან კავშირისთვის 1 112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა

საქართველო, თბილისი - 13:04 | 12.02.2019
ნანახია: 615

 

თურქეთის უსაფრთხოების ძალები ქვეყნის 76 პროვინციაში მასობრივ ანტიტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. ამის შესახებ თურქული მედია იუწყება.

თურქეთის პროკურატურამ ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციასთან (FETO )კავშირისთვის 1112 ადამიანის დაკავების ორდერი გასცა. 2016 წლის 15 ივლისს თურქეთის შეიარაღებული ძალების ნაწილმა სახელმწიფო გადატრიალება სცადა. მოვლენები ძირითადად სტამბოლსა და ანკარაში განვითარდა. დაიღუპა 240 მოქალაქე, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა.

ამბოხის შემდეგ 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. სამსახურებიდან კი 140 ათასზე მეტი საჯარო მოხელე დაითხოვეს.

ხელისუფლებამ FETO სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულა. თავად გიულენმა, რომელიც აშშ-ში იმყოფება, ამბოხი დაგმო და ბრალდება უარყო.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე