ლიეჟში შეიარაღებული პროვოკატორების ჯგუფი ვნახეთ, რომელიც ხელისუფლებამ დესანტის სახით გადასხა - სალომე სამადაშვილი

საქართველო, თბილისი - 13:49 | 11.02.2019
ნანახია: 1222

ლიეჟში მიკროავტობუსებით, შეიარაღებული პროვოკატორების ჯგუფი ვნახეთ, რომელიც ხელისუფლებამ სავარაუდოდ ჩვენს ხარჯზე დესანტის სახით გადასხა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ზონდერჯგუფები საკუთარი ქვეყნიდან ლუკმა-პურის საშოვნელად უცხოეთში გადახვეწილ მემამულეებს ხელს უშლიდნენ, შეკრებილიყვნენ და პოლიტიკური აზრი თავისუფლად დაეფიქსირებინათ. უახლოეს არჩევნებზე ამ სამარცხვინო, ზონდერ ხელისუფლებას სახლში გავისტუმრებთ. ლიეჟში მიკროავტობუსებით, შეიარაღებული პროვოკატორების ჯგუფი ვნახეთ, რომელიც ხელისუფლებამ სავარაუდოდ ჩვენს ხარჯზე დესანტის სახით გადასხა. გამოსაკვლევია, ეს რა სახსრებით დაფინანსდა. ეს არ იყო თავისუფალი მოქალაქეების სპონტანური შეკრება, ეს იყო ხელისუფლების მიერ ორგანიზებული. ქვეყნის შიგნით ზონდერ ჯგუფები არჩევნების დროს გვინახავს. სამარცხვინოა, როცა ეს ევროპაში მოხდა. საერთაშორისო მექანიზმები უნდა ჩავრთოთ და შეფასებული უნდა იყოს, რამდენად კანონიერი იყო ხელისუფლების მიერ დაორგანიზებული ზონდერ ჯგუფების გადასხმა ევროკავშირის ტერიტორიაზე. ხელისუფლება თავს სუსტად გრძნობს და იცის, რომ განწირულია ხელისუფლების დაკარგვისთვის“, – განაცხადა სამადაშვილმა.

ბელგიის ქალაქ ლიეჟში საქართველოს ყოფილი პრზეიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქართველ ემიგრანტებს გუშინ შეხვდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე