ირანში, ისლამური რევოლუციის 40 წლისთავს ზეიმობენ (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 12:33 | 11.02.2019
ნანახია: 692

ისლამური რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით ირანში მასშტაბური სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება. ათასზე მეტ ქალაქსა და ათი ათასობით დასახლებულ პუნქტში მოსახლეობა ქუჩებში გამოვიდა. იუწყება სააგენტო Tasnim-ი.

დემონსტრაციები დილიდან მიმდინარეობს. ქუჩებში გამოსულია მოსახლეობა ირანის დროშებითა და პლაკატებით. დემონსტრაციებზე ისმის სხვადასხვა შეძახილი, მათ შორის ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას“.

თეირანში დემონსტრანტებმა მთლიანად დაიკავეს აზადის მოედანი, სადაც მოგვიანებით სიტყვით გამოვა პრეზიდენტი ჰასან როუჰანი.

ირანში სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდა ასობით პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და მეცნიერი. ღონისძიებებში რიგით მოქალაქეებთან ერთად მონაწილეობენ მაღალი თანამდებობის ოფიციალური პირები და სამხედროები.

ისლამური რევოლიციის 40 წლისთავის აღნიშვნა 1 თებერვალს დაიწყო, ამ დღეს 1979 წელს, ისლამური რევოლუციის ლიდერი აიათოლა ჰომეინი თეირანში პარიზიდან 15-წლიანი დევნილობის შემდეგ ჩავიდა.

1979 წლის ირანის ისლამურ რევოლუციამდე, ქვეყანას ათწლეულების განმავლობაში მართავდა შაჰი მოჰამედ რეზა ფეჰლევი.

მიუხედავად იმისა, რომ შაჰის მმართველობა დიქტატორულ ნიშნებს შეიცავდა, მან მოახერხა ქვეყნის ვესტერნიზაციის გზაზე დაყენება, მოდერნიზება და გარკვეულწილად კულტურული თავისუფლების მოპოვება.

შაჰის მმართველობის ჟამს, ირანის ეკონომიკა და საგანმანთლებლო შესაძლებლობები გაიზარდა. თუმცა შაჰის ავტორიტარულმა ქმედებებმა, ფუფუნებისკენ უსაზღვრო სწრაფვამ, საბოლოო ჯამში ხელი შეუწყო ქვეყანაში ისლამური რევოლუციის პროვოცირებას.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე