გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი საუდის არაბეთის პრინცს შეხვდა

საქართველო, თბილისი - 17:21 | 08.02.2019
ნანახია: 1579

გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ზურაბ პოლოლიკაშვილი პრინც მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის პირადი მოწვევით საუდის არაბეთში იმყოფება. დღესვე გაიმართა გენერალური მდივნისა და ქვეყნის პრინცის ორმხრივი შეხვედრა, რომელსაც მედია აქტიურად აშუქებს.

შეხვედრისას ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატის გარდა ახლო აღმოსავლეთის რეგიონში საუდის არაბეთის მნიშვნელოვან პოლიტიკურ როლზე ისაუბრეს.

„მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ თქვენი ვიზიტისათვის. გენერალური მდივნის რანგში თქვენ უმნიშვნელოვანესი პროექტები წამოიწყეთ, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქვეყნის ეკონომიკის დივერიფიკაციას და საუდის არაბეთის მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. ნიშანდობლივია, რომ თქვენ აქტიურად ლობირებთ საერთაშორისო მასშტაბით ახლო აღმოსავლეთის რეგიონს“, ნათქვამია მოჰამედ ბინ სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდის ზურაბ პოლოლიკაშვილისადმი მიმართვაში.

„ტურიზმის როგორც ეკონომიკის სწრაფად მზარდი სექტორის მნიშვნელობას გლობალურ დონეზე არამარტო უცხოელი ვიზიტორების და შემოსავლების მოცულობა და ზრდის ტემპი, არამედ პირველ ყოვლისა წარმატებული მაგალითები განაპირობებს. სწორედ საუდის არაბეთი არის მსოფლიოსათვის ნათელი მაგალითი თუ როგორ შეძლო მსოფლიოს ნომერ პირველმა ნავთობპროდუქტების ექპორტიორმა სახელმწიფომ ქცეულიყო მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ტურისტულ ქვეყნად“, ნათქვამია ზურაბ პოლოლიკაშვილის პრინცისადმი მიმართვაში.

ვიზიტის ფარგლებში საუდის არაბეთის პრინცმა გენერალურ მდივანს ქვეყნის მასშტაბით მშენებარე მსხვილი ტურისტული ობიექტები დაათვალიერებინა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე