სტამბოლში 45-საათიანი ტყვეობის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 15 წლის მოზარდი ამოიყვანეს (ვიდეო)

საქართველო, თბილისი - 15:32 | 08.02.2019
ნანახია: 850

მაშველებმა სტამბოლში სახლის ნანგრევებიდან 16 წლის მოზარდი ცოცხალი ამოიყვანეს. ის ნანგრევების ქვეშ 45 საათი იმყოფებოდა. ამის შესახებ თურქეთის შს მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

„სახლის დანგრევიდან 45 საათის შემდეგ შევძელით ნანგრევებიდან 15 წლის მოზარდის  ამოყვანა“, - განუცხადა სოილუმ სააგენტო Anadolu-ს. ბავშვის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

სტამბოლის საქალაქო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაიღუპა 12 და დაშავდა 13 ადამიანი. შემთხვევა ქართალის რაიონში მოხდა. მაშველები ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდით სამუშაოებ განაგრძობენ.

სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობს სხვადასხვა უწყების 500-მდე წარმომადგენელი. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. სახლის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად შენობაზე სამი სართულის უკანონოდ დაშენება სახელდება.

გუშინ მაშველებმა ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა ამოიყვანეს.






არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე