„ყაზტარნსგაზ თბილისმა" "მკვლელი დანადგარების" გამოყენებისა და დარღვევების 69 133 შემთხვევა გამოავლინა

საქართველო, თბილისი - 15:16 | 08.02.2019
ნანახია: 733

ყაზტარნსგაზ თბილისი“ დედაქალაქის მასშტაბით გამოვლენილი ე.წ. მკვლელი დანადგარებისა და დარღვევების სტატისტიკას აქვეყნებს.

ყაზტარნსგაზ თბილისი“, მოქმედებს რა არსებული კანონმდებლობისა და მარეგულირებელი დოკუმენტების ფარგლებში, სისტემატურად ატარებს სარევიზიო სამუშაოებს მომხმარებელთა კერძო საკუთრების ტერიტორიებზე. შედეგები, რაც არაერთხელ გვითქვამს, სავალალოა. ძალიან ბევრ თბილისელს აქვს სახლში #მკვლელი დანადგარი“, აცხადებენ კომპანიაში.

ყაზტარნსგაზ თბილისი“ მიერ 2018 წელს ჩატარებული რევიზიების შედეგად გამოვლენილი დარღვევების სტატისტიკა, თუ რამდენ მოქალაქეს აღმოუჩინეს სიცოცოხლისათვის საშიში მოწყობილობები და გაზზე დაერთების ხარვეზები, ასეთია:

  • გლდანი-სანზონა-თემქა 10341
  • დიღომი-დიდუბე 5148
  • ვაკე-წყნეთი 499
  • ისანი-ვაზისუბანი 10871
  • მთაწმინდა-კრწანისი 7573
  • ნუცუბიძე 1151
  • საბურთალო 3627
  • სამგორი 14657
  • ჩუღურეთი-ნაძალადევი 15266

2018 წლის სტატისტიკა ჯამში: დარღვევის 69133 შემთხვევა!!!

„საკუთარ და სხვის უსაფრთხოებაზე ყველამ თანაბრად უნდა ვიზრუნოთ! თითოეულმა მოქალაქემ უნდა ისარგებლოს „ყაზტრანსგაზ თბილისის“ უფასო სერვისით და იცხოვროს უსაფრთხოდ? განმარტავენ „ყაზტარნსგაზ თბილისში“.

 

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე