H1N1 ვირუსით ბათუმში 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 14:43 | 08.02.2019
ნანახია: 785

H1N1-ით აჭარაში 73 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდარს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ. თუმცა უწყებაში განმარტავენ, რომ პაციენტს სხვადასხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა.

შემთხვევა ბათუმში გუშინ მოხდა. მამაკაცი გრიპსა და პნევმონიას კლინიკა "მედინაში" რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა. 

ეს უკვე აჭარაში H1N1 ვირუსით გარდაცვალების მერვე შემთხვევაა.

რაც შეეხება გრიპის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელს, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ ვირუსით ინფიცირების დინამიკამ იკლო და ამ დროისთვის რეანიმაციაში მხოლოდ 5 პაციენტი რჩება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე