„სიკვდილი ამერიკას“ დონალდ ტრამპის, ჯონ ბოლტონისა და მაიკ პომპეოს წინააღმდეგ არის მიმართული - ხამენეი

საქართველო, თბილისი - 14:31 | 08.02.2019
ნანახია: 637

ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას!“ მიმართულია ისეთი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, როგორებიც არიან პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, მისი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონი და სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო, - ამის შესახებ ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა.

 „სიკვდილი ამერიკას!“ ნიშნავს ტრამპის, ჯონ ბოლტონისა და პომპეოს სიკვდილს. ეს ნიშნავს - ძირს ამერიკის ხელისუფლება“, - აღნიშნულია ხამენეის ოფიციალურ ვებ-გევრდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 „უბრალო ხალხს ეს ლოზუნგი არ ეხება, თუმცა  ის აქტუალური იქნება მანამდე, ვიდრე აშშ-სთვის დამახასიათებელი იქნება ნაძირლობა და ბოროტება“, - აღნიშნა ხამენეიმ.

ხამენეი ისლამური რევოლუციის 40 წლისთავთან დაკავშირებით ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებს შეხვდა. სწორედ ეს ლოზუნგი „სიკვდილი ამერიკას!“ იყო 40 წლის ანტიმონარქიული მოძრაობის მთავარი მოწოდება.

1979 წელს რევოლუციის შედეგად ირანში დაემხო ფეჰლევების დინასტია და იარანი ისლამურ რესპუბლიკად გამოცხადდა.

რევოლუციის წლისთავი ტრადიციულად თებერვლის დასაწყისში აღინიშნება და ატარებს სახელწოდებას „განთიადის ათი დღე“. ღონისძიების აღნიშნვა 1 თებერვალს იწყება, როდესაც ანტიმონარქიული მოძრაობის ლიდერი იმამ ჰომეინი გადასახლებიდან დაბრუნებდა და 11 თებერვალს სრულდება, როდესაც შეირაღებული ძალების ხელმძღვანელობამ ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე