ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია, იქნებ ოქროს ატესტატზე ვიფიქროთ - ნუკრი ქანთარია

საქართველო, თბილისი - 14:06 | 08.02.2019
ნანახია: 612

„ბავშვებს სჭირდებათ მოტივაცია, ადრე იყო გახსოვთ, ახლაც არის ეს ოქროს მედალი, მაგრამ არაფერში აღარ არის მაინცდამაინც. ოქროს ატესტატი, ვფიქრობთ, რომ იქნება ამაზე ვიფიქროთ“, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ნუკრი ქანთარიამ საპარლამენტო სესიაზე.

ნუკრი ქანთარიას თქმით, ოქროს ატესტატი საშუალებას მისცემს მოსწავლეებს, შემდგომში უნივერსიტეტებში უფასოდ ისწავლონ.

„ეს იქნება მთელი პროცესი სწავლებისა, რომ ბავშვმა ოლიმპიადებზე მიიღო მონაწილეობა და თავი გამოიჩინა და მას ოქროს ატესტატით საშუალება აქვს უფასო სწავლება განახორციელოს ნებისმიერ უმაღლეს სასწავლებელში“, - განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში დეპუტატების განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებულ საგანმანათლებლო რეფორმაზე მსჯელობენ.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე