ბელგიაში ბანკის ქართველი მძარცველის ორი თანამზრახველი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 12:13 | 08.02.2019
ნანახია: 1025

ბელგიის პოლიციამ ანტვერპენში ბანკ BNP Paribas Fortis-ის ფილიალის ძარცვაში კიდევ ორი ეჭვმიტანილი დააკავა.

სამართალადამცველებმა მანამდე ბანკის ძარცვისთვის ეროვნებით ქართველი, 27 წლის მამაკაცი დააკავეს.

მძარცველები „ჰოლივუდის“ სცენარით მოქმედებდნენ.

„მათ ბანკის მოპირდაპირე შენობიდან გათხარეს ორი 5-10-მეტრიანი სიგრძის გვირაბი და საცავში ამ გზით შეაღწიეს. ვიდრე იატაკს გახვრეტდნენ, მძარცველები, თავიანთი სიცოცხლის რისკის ფასად, გაძვრნენ კანალიზაციის მილებში, რომელთა სიგრძე 1,3 მეტრს შეადგენდა, სიგანე კი 80 სმ-ს. ყველაფერი ისე გააკეთეს, რომ ვერც დაცვამ და ვერც ადგილობრივებმა ვერაფერი იეჭვეს“, - იტყობინება Associated Press-ი.

მძარცველებმა გაიტანეს 20-30 საბანკო სეიფი. სეიფებში, სავარაუდოდ, ინახებოდა დიდი რაოდენობით ბრილიანტი და ძვირფასი საიუველირო ნაკეთობები. ბანკის ფილიალი მდებარეობს იმ ტერიტორიის სიახლოვეს, სადაც განლაგებულია ბელგიის უმსხვილესი ალმასის კომპანიები. ძარცვასთან დაკავშირებით, ბანკ BNP Paribas Fortis-ის ხელმძღვანელობამ უკვე მიმართა კლიენტებს თხოვნით, გაამხილონ სეიფებში შენახული ნივთების შესახებ, რომელთა რაოდენობაც ოფიციალურად არ სახელდება. ის, ვინც ამაზე უარს იტყვის, სადაზღვევო ანაზღაურებას ვერ მიიღებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე