სერიული მკვლელის ჩარზლ მენსონის სექტის წევრი, შესაძლოა, 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლდეს (ფოტო)

საქართველო, თბილისი - 11:44 | 08.02.2019
ნანახია: 1899

ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელის ჩარლზ მენსონის ყველაზე ახალგაზრდა მიმდევარი ლესლი ვან ჰაუთენი, შესაძლოა, 40-წლიანი პატიმრობის შემდეგ ციხიდან გათავისუფლდეს. შესაბამისი რეკომენდაცია კალიფორნიის შტატის ვადამდელი გათავისუფლების კომისიამ უკვე მოამზადა.

ჩარლზ მენსონმა 1960-იან წლებში კალიფორნიაში ჩამოაყალიბა სექტა. მას სურდა რასობრივი ომი წამოეწყო ამერიკაში. ქადაგებდა, რომ ადამიანის მკვლელობა არის უდიდესი კეთილშობილება და არა ბოროტება, რადგან ადამიანის სულს ხორცისგან გათავისუფლება და ზეცაში დამკვიდრება სურს.

ჩარლზ მენსონის მიერ დაფუძნებული დანაშაულებრივი ჯგუფის - „ოჯახის“ ყველაზე სასტიკი  და გახმაურებული მკვლელობა 1969 წელს, ლოს-ანჯელესში მოხდა, როდესაც სიელო-დრაივზე მდებარე ცნობილი რეჟისორის, რომან პოლანსკის სახლში „ოჯახის“ წევრები შევიდნენ და რეჟისორის 8 თვის ორსული ცოლი შერონ ტეიტი და მისი მეგობრები სასტიკად დახოცეს. იმ საღამოს პოლანსკი სახლში არ იმყოფებოდა.

თუ რატომ აირჩია „ოჯახმა“ რეჟისორის სახლი, უცნობია. თუმცა არსებობს ორი ვერსია, ერთი ვერსიის თანახმად, მენსონი, რომელიც თავს მუსიკოსს უწოდებდა, ვარაუდობდა, რომ სახლი მის ნაცნობ პროდისუერს ეკუთვნოდა, რომელმაც მასთან მუშაობაზე უარი უთხრა, მეორე ვერსიით კი სექტის დამფუძნებელი სახლში ადრე უკვე იმყოფებოდა და შენობის გეგმას კარგად იცნობდა და რომ სახლი გარეუბანში მდებარეობდა.

მენსონის სექტა ძირითადად გოგონებისგან შედგებოდა. თვითონ მენსონი მკვლელობებში არ მონაწილეობდა.

სიელო-დრაივზე  მდებარე სახლში იმყოფებოდნენ ორსული შერონ ტეიტი, ცნობილი სტილისტი ჯეი სებრინგი, რომან პოლანსკის საუკეთესო მეგობარი ვოჯჩიც ფრიკოვსკი და მისი მეგობარი ქალი აბიგაილ ფოლგერი. მენსონის მიერ ორგანიზებულ მკვლელობას ჩარლზ ტექს ვატსონი ხელმძღვანელობდა. სახლში შესვლამდე, მან ტელეფონის ხაზები გადაჭრა და სიგნალიზაცია ჩაახშო. გოგონები ფანჯრიდან შეიპარნენ. ჯერ ვოჯჩიცი დაინახეს. მას მისაღებ ოთახში ეძინა, აბიგაილიც იქვე – ბუხართან წიგნს კითხულობდა. შერონი და ჯეი საძინებელში საუბრობდნენ. მკვლელებმა ისინი თეთრი, დაგრეხილი თოკით გადააბეს. ჯეი შერონს გამოესარჩლა, ორსულად არის, ის მაინც დაინდეთო, მაგრამ მისმა სიტყვებმა ისე განარისხა ვატსონი, რომ მაშინვე 22 – კალიბრიანი რევოლვერით, შუბლში ორი გასროლით სიცოცხლე მოუსწრაფა. ვოჯჩიცს ჯერ ხელები შეუკრეს და ისე აწამეს. ის მეორე მსხვერპლი აღმოჩნდა. აბიგაილი ოთახიდან გაიქცა, თუმცა სექტის წევრმა პატრისია კრენვინკელმა მაინც მოახერხა ეზოში მისი დაჭერა. ვატსონი ჯერ დანით გაუსწორდა, შემდეგ კი იარაღი ესროლა. ორსულმა შერონმა ყველაზე დიდხანს იცოცხლა, მაგრამ მენსონების წინაშე ისიც უძლური აღმოჩნდა. ვატსონმა მას დანა16- ჯერ დაარტყა.

დანაშაულებრივ ჯგუფზე პოლიცია შემთხვევით გავიდა. ოჯახის ერთ-ერთი წევრი სუზან ატკინსი სულ სხვა დანაშაულისთვის დააკავეს, მან თავი ვერ შეიკავა და ციხეში, თავის თანამესაკნეს პოლანსკის ცოლისა და მისი მეგობრების დახოცვის ამბავი მოუყვა. მან კი ამის შესახებ ციხის ადმინისტრაციას აცნობა.

მენსონი დამნაშავედ ცნეს ორ სხვა მკვლელობაშიც. მას და მის სამ თანამზრახველს სიკვდილი მიუსაჯეს, მაგრამ ვიდრე განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ, კალიფორნიაში 1972 წელს სიკვდილით დასჯა გაუქმდა და ვერდიქტი დამნაშავეებს სამუდამო პატიმრობით შეეცვალათ.

ჩარლზ მენსონი ციხეში 84 წლის ასაკში , 2017 წლის ნოემბერში  გარდაიცვალა.

სექტის წევრები

 Сьюзан Аткинс, Патриция Кренвинкель и Лесли Ван Хоутен вместе с Чарльзом Мэнсоном, обвиняемые в убийстве Шэрон Тейт

ჩარლზ მენსონი

Чарльз Мэнсон сопровождается на суд по обвинению в убийстве Шэрон Тейт

მსახიობი შერონ ტეიტი

Актриса Шэрон Тейт

 "ოჯახის" წევრი სუზან ატკინსი

Бывший член семьи Мэнсона Сьюзан Аткинс. 1989 год

ლესლი ვან ჰაუთენი

Лесли Ван Хаутен на слушании комиссии по условно-досрочному освобождению штата Калифорния. 6 сентября 2017 года

"ოჯახის" წევრი პატრისია კრენვინკელი

Бывший член семьи Мэнсона Патриция Кренвинкель




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე