მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ შეიძლება შეგეშინდეს - არჩილ თალაკვაძე ნიკა მელიას

საქართველო, თბილისი - 11:00 | 08.02.2019
ნანახია: 985

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც განათლების მინისტრის ესწრებოდა, ია კერზაიას საქმის განხილვისას, ნიკა მელია და არჩილ თალაკვაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

ნიკა მელიამ განათლების მინისტრს მიმართა და განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან კერზაიას ოჯახი ისევე გაიმარჯვებს უსამართლობაზე, როგორც გირგვლიანის ოჯახმა გაიმარჯვა.

„ისტორიული კანონზომიერება შემდეგ რამეს გვკარნახობს, რომ ადრე თუ გვიან, ია კერზაიას ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, მაჩალიკაშვილის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, სარალიძის ოჯახი იმარჯვებს ამ უსამართლობაზე, ისევე როგორც გირგვლიანის ოჯახმა გაიმარჯვა, რობაქიძემ გაიმარჯვა და ა.შ …მინისტრმა ეს იცოდა, იმიტომ რომ ზარი მიიღო გახარიასგან“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

დაპირისპირება ნიკა მელიას განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თალაკვაძეს მიმართა და ურთხა, რომ ხელს მოჰკიდებდა და რუსთაველზე მამების კარავში შეიყვანდა 

„ხელს ისე მოგკიდებ, რომ არ ვიცი რა, შეიძლება ვეღარ გამაშვებინო… რა კარავში შემიყვან?! მე მეუბნები?! მეც მოგკიდებ ხელს და ისეთ კარვებში შეგიყვან, რომ რა ვიცი, შეიძლება შეგეშინდეს,”- უპასუხა მელიას თალაკვაძემ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე