ბათუმში „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო

საქართველო, თბილისი - 17:41 | 11.12.2015
ნანახია: 1424

ბათუმში „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო

ბათუმში „ჭაობის დასახლების“ ქუჩების კეთილმოწყობა დაიწყო, ასევე მიმდინარეობს ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ბათუმში კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის მესამე ფაზით გათვალისწინებული სამუშაოებიაქტიურად მიმდინარეობს. იმ უბნებზე, სადაც უკვე შეიცვალა წყლისა და საკანალიზაციო სისტემა, ქუჩების მოწესრიგება დაიწყო. სამუშაოები პუშკინისა და ჯავახიშვილის ქუჩების კვეთაში მიმდინარეობს. პარალელურად კეთილმოეწყობა გრიბოედოვის, ლერმონტოვისა და თაყაიშვილის ქუჩები, ჭავჭავაძიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩებს შორის მონაკვეთზე.
25 ქუჩაზე გათვალისწინებულია სანიაღვრე სისტემისა და გზის სავალი ნაწილის, ასევე ტროტუარების რეაბილიტაცია. აღნიშნული სამუშაოებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 20 მილიონი ლარი გამოიყო.
პარალელურად მიმდინარეობს ბაგრატიონისა და ერისთავის ქუჩების რეკონსტრუქცია. სმ დროისათვის, სამუშაოების 70% უკვე შესრულებულია. აღნიშნული სამუშაოებისთვის 5 მილიონ 400 ათასი ლარია გამოყოფილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე