ბრიტანეთი სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლაში რუსეთის 5 მოქალაქეს ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:10 | 08.02.2019
ნანახია: 644

ბრიტანეთის პოლიცია სოლსბერის ინცედენტთან კავშირში უკვე რუსეთის ხუთ მოქალაქეს ადანაშაულებს. ამის შესახებ გაზეთი Daily Mail-ი წერს.

მანამდე გაზეთი Daily Telegraph-ი იტყობინებოდა, რომ მესამე რუსი, რომელიც სოლსბერიში ყოფილი აგენტის სერეგი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლაში იყო ეჭვმიტანილი, შესაძლოა კვლავ დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. საუბარაია სერგეი ფედოტოვზე.

Daily Mail-ს მონაცემებით, პოლიცია კიდევ ორი რუსის კვალზე გავიდა, რომლებიც ბრიტანეთში მარტში ჩავიდნენ და სავარაუდოდ ახლა უკვე რუსეთში იმყოფებიან. გავრცელებული ცნობით, პოლიცია ხელისუფლებას მოპოვებულ სამხილებს რამდენიმე კვირის განმავლობაში გადასცემს. სავარაუდოდ, გამოძიების ახალი ფიგურანტები ეხმარებოდნენ სკრიპალების მოწამვლის საქმეში მთავარ ეჭვმიტანილებს - ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს.

სოლსბერიში 2018 წლის 4 მარტს სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი მოწამლეს, რამაც საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია. ლონდონი ნივთიერება А234-ის მეშვეობით სკრიპალების მოწამვლაში რუსეთს ადანაშაულებს.

ბრიტანეთის პროკურატურამ 5 სექტემბერს ბრალი წაუყენა რუსეთის ორ მოქალაქეს  - ალექსანდრ პეტროვსა და რუსლან ბოშიროვს, სკრიპალებსა და ბრიტანელ პოლიციელზე თავდასხმაში. ლონდონის განცხადებით, პეტროვი და ბოშიროვი რუსეთის სადაზვერვო სამსახურის თანამშრომლები არიან. მოსკოვი სოლსბერის ინციდენტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.  

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე