ევროკავშირი და ბრიტანეთი Brexit-ის შესახებ დიალოგს გააგრძელებენ

საქართველო, თბილისი - 17:00 | 07.02.2019
ნანახია: 657

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი თებერვალში გამართავენ მოლაპარაკებებს იმის შესახებ შესაძლებელია თუ არა Brexit-ის რატიფიკაციის შეთანხება ჩიხიდან გამოვიდეს, იმის მიუხედავად, რომ ევროკავშირი ამ შეთანხმების გადახედვაზე კვლავ უარს ამბობს. ამის თაობაზე ევროკომისიის პრეზიდენტის ჟან-კლოდ იუნკერისა და ბრიტანეთის პრემიერის ტერეზა მეის განცხადებაშია ნათქვამი.

„სირთულეების მიუხედავად, ორი ლიდერი შეთანხმდა, რომ მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს იმის შესახებ, რათა წინ წასვლის გზა მოიძებნოს, რომელიც მხადაჭერას მოიპოვებს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში და დაიცავს ევროპის საბჭოს მიერ შეთანხმებულ მითითებებს“, -აღნიშნულია განცხადებაში.

მეი და იუნკერი ერთმანეთს თებერვლაში შეხვდებიან.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე