ლევან ხაბეიშვილმა თანამდეობა დატოვა

საქართველო, თბილისი - 11:46 | 25.09.2015
ნანახია: 2011

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან ხაბეიშვილმა, თანამდეობა დატოვა.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, ის იმ გუნდთან ერთად მუშაობას არ აპირებს, ვინც, მისივე განმარტებით, თბილისელებზე არ ზრუნავს.

ლევან ხაბეიშვილმა სპეციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც მან თანამდებობიდან წასვლის მიზეზები განმარტა.

"არ ვაპირებ არაფრის ფასად ვიმუშავო იმ მერიაში, სადაც თბილისელებზე ზრუნვის გარდა აკეთებენ ყველაფერს. ჩემი დამოკიდებულება და წარმოდგენა დედაქალაქის მერზე და მის გუნდზე საჯაროა, შესაბამისად, ვფიქრობ მარტივი გასაგებია ჩემი გადაწყვეტილება. სიმბოლური იყო ჩემი რამდენიმე სამუშაო დღე. ვეცადე პირადად ამეხსნა კალაძის ცოლისძმისთვის, რომ ახალგაზდა ადამიანი ძალიან სერიოზულ შარშია და, ფაქტობრივად, გროვდება საბუთები, რაც მისი სისხლისამართლის პასუხისგებაში მიცემის გარანტი იქნება,"-წერს Facebook-ის გვერდზე ხაბეიშვილი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე