სამგზავრო თვითმფრინავი, ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის გამო, სტოკჰოლმის აეროპორტში საგანგებოდ დაეშვა

საქართველო, თბილისი - 15:19 | 07.02.2019
ნანახია: 634

ავიაკომპანია Norwegian-ის თვითმფრინავი სტოკჰოლმში, არლანდის აეროპორტში დაბრუნდა ბორტზე ბომბის შესაძლო არსებობის შესახებ მიღებული ინფორმაციის შემდეგ.

სტოკჰოლმის პოლიციის განცხადებით, სამართალდამცველები ამ დროისთვის სწავლობენ  ავაიკომპანიის მიმართ მუქარის შესახებ ინფორმაციას.

მედიის ცნობით, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც Boeing 737 აეროპორტიდან აფრინდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 169 ადამიანი იმყოფებოდა, საფრანგეთის ქალაქ ნიცაში მიფრინავდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე