სტამბოლში მაშველებმა სახლის ნანგრევებში მოყოლილი 5 წლის გოგონა გადაარჩინეს

საქართველო, თბილისი - 13:38 | 07.02.2019
ნანახია: 794

მაშველებმა სტამბოლში ჩამონგრეული სახლის ნანგრევებიდან 5 წლის გოგონა ცოცხალი ამოიყვანეს.

მედიის ცნობით, მაშველებმა ბავშვის გადარჩენა სახლის დანგრევიდან 18 საათის შემდეგ შეძლეს. პატარა ჰავია თექგიოზის ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შემთხვევა ქართალის რაიონში მოხდა. შენობის დანგრევის შედეგად დაღუპულია 3 და დაშავებულია 12 ადამიანი. სპეციალისტები რვასართულიანი სახლის დანგრევის ერთ-ერთ მიზეზად სამი სართულის უკანონოდ დაშენებას ასახელებენ.

სამაშველო ოპერაციაში სხვადასხვა უწყების 500 თანამშრომელი მონაწილეობს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე