ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე ახალი მეტორადიოლოკატორი ამოქმედდა

საქართველო, თბილისი - 17:26 | 11.12.2015
ნანახია: 1601

საქართველოს მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა ექნება. თბილისთან ახლოს, „ქვიშიანას მთის 1100 ნიშნულზე“ დღეიდან ახალი მეტეორადიოლოკატორი შევიდა ექსპლუატაციაში. მისი მეშვეობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციას” შესაძლებლობა ექნება, მუდვივ რეჟიმში მოახდინოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის სკანირება, ფრენებისასთვის საშიში მეტეოროლოგიური მოვლენების აღმოჩენა და გადაცემა საფრენოსნო ხომალდებისთვის.

მეტეორადიოლოკატორი ღია საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა ამერიკულმა კომპანიამEEC (Enterprise Electronics Corporation) დაამონტაჟა.

ახალი, ამერიკულიწარმოებისლოკატორითბილისის, ქუთაისისა და ბათუმის მეტეოოფისებს მეტეორადიოსალოკაციო ინფორმაციით უზრუნველყოფს. საუკეთესო ამერიკული პრაქტიკის გაზიარებისა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ, საქართველოში, მსოფლიო მაშსტაბით, ერთერთი საუკეთესო წინასწარი მეტეო გაფრთხილების სისტემა იფუნქციონირებს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს “საქაერონავიგაციის გენერალური დირექტორის გოჩა მეზვრიშვილის განცხადებით, “მეტეო შეტყობინენების თანამედროვე სისტემა მნიშვნელოვანია საავიაციო რისკების პრევენციისთვის, რაც უსაფრთხო ფრენებს საქართველოს საჰაერო სივრცეში კიდევ უფრო ეფექტურს და მოქნილს გახდის. ადრეული გაფრთხილების სისტემები, მეტეოროლოგიურ მოვლენებზე წინასწარ ინფორმააციის ფლობა და ამ ინფორმაციის მართვა, მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ მეტეოროლოგიური მიზეზით გამოწვეული ნებისმიერი რისკი თავიდან ავირიდოთ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მოვიწვიოთ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები, დავნერგოთ თანამედროვე სისტემები და სააერნაოსნო მომსახურება, მსოფლიოში ავიაციის სფეროს განვითარების კვალდაკვალ წინ წავწიოთ”, - განაცხადა.

ფრენების უსართხოებისა და პოტენციური საჰაერო ინციდენტების დროული და ეფექტური პრევენციის მიზნით,მოხდება ნებისმიერი მეტეოროლოგიური საფრთხის იდენტიფიცირება და საფრენოსნო ხომალდებისთვის დროული სიგნალის მიწოდება.

აღნიშნული პროექტი აამაღლებს სინოპტიკოსების მიერ დაწერილი პროგნოზების სიზუსტეს და მეტეოროლგოიურ სამსახურს, სხდადასხვა სიმაღლეებზე არსებული ფრენებისათვის საშიში მეტეოროლოგიური პირობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის. აღნიშნული მეტეორადიოლოკატორი სრულად დაფარავს აღმოსავლეთ საქართველოს, დასავლეთ საქართველოს საჰაერო საინფორმაციო სივრცის დასაფარად, “საქაერონავიგაციაში” მიმდინარეობს მუშაობა, დამატებითი, მეორე მეტეორადიოლოკატორის შესაძენად.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე