თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩაზე, ბუნებრივი აირის ნამწვით ცოლ-ქმარი მოიწამლა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 07.02.2019
ნანახია: 924

 „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, გუშინ ღამით თბილისში, ხეთაგუროვის ქუჩა 4 ნომერში, სავარაუდოდ ბუნებრივი აირის ნამწვით (CO) ხანშიშესული ცოლ-ქმარი მოიწამლა. როგორც „ყაზტრანსგაზ თბილისში“ აცხადებენ, ოჯახი აკრძალულ, ღია კამერიან წყლის გამაცხელებელს იყენებდა. ადგილზე მისულმა კომპანიის სპეციალისტებმა აკრძალული ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს და ბინის მეპატრონეები გააფრთხილეს, არ გამოიყენონ აღნიშნული დანადგარი. ასევე, კორპუსში მცხოვრები სხვა მობინადრეების უსაფრთხოების მიზნით, კორპუსის სავენტილაციო არხები შეამოწმეს.

„გაზის სპეციალისტებმა კიდევ ერთ მობინადრესთან აღმოაჩინეს ღია კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი, რომლის საკვამლე მილი დაერთებული იყო კორპუსის სავენტილაციო არხში, რაც სხვა მობინადრეების სიცოცხლეს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. მობინადრეს ჩაუტარდა უსაფრთხოების ინსტრუქცია და გააფრთხილეს, რომ არ გამოიყენოს აღნიშნული დანადგარი“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.ასევე, „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ამავე კორპუსში დაფიქსირდა

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მომხმარებლებს აფრთხილებს,  რომ ბუნებრივი აირის ნამწვი (CO) ბუნებრივ აირზე უფრო საშიშია და განსაკუთრებული ყურადღებით მოეკიდონ გაზის დანადგარებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე