ბრაზილიის ყოფილ პრეზიდენტს 13 წლამდე პატიმრობა მიესაჯა

საქართველო, თბილისი - 10:16 | 07.02.2019
ნანახია: 664

ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა სასამართლომ კორუფციასა და ფულის გათეთრებაში დამნაშავედ მიიჩნია და მას 12 წლითა და 11 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საქმე ეხება სან-პაულოს შტატში სახლსა და მიწის ნაკვეთს. სამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, უძრავი ქონების ნამდვილი მფლობელ ლულა და სილვაა, თუმცა ქონება მისი გარემოცვის წევრებზე იყო გაფორმებული. გამოძიების მტკიცებით, ექს-პრეზიდენტმა უძრავი ქონება უკანონოდ მიღებული სახსრებით შეიძინა, ან მას კერძო კომპანიებმა გარკვეული პრივილეგიების სანაცვლოდ გადასცეს.

თვითონ ლულა და სილვა ამტკიცებდა, რომ ის ნამდვილად აპირებდა აღნიშნული უძრავი ქონების შეძენას, თუმცა  მფლობელმა მისი გაყიდვა გადაიფიქრა. ყოფილი პრეზიდენტი მთელი პროცესის განმავლობაში თავის უდანაშაულობას ამტკიცებდა.

სულ ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის მიმართ ბოლო წლების განმავლობაში შვიდი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ერთ-ერთ მათგანში ის გამართლდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე