თურქეთმა დაგმო საფრანგეთის გადაწყვეტილება სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ 24 აპრილის გამოცხადების შესახებ

საქართველო, თბილისი - 14:57 | 06.02.2019
ნანახია: 591

თურქეთმა სასტიკად დაგმო საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის გადაწყვეტილება სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ 24 აპრილის გამოცხადების შესახებ. ამის თაობაზე ნათქვამია თურქეთის პრეზიდენტის ოფიციალური წარმომადგენლის, იბრაჰიმ კალინის განცხადებაში.

 „სასტიკად ვგმობთ პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის მიხედვით სომხების გენოციდის ხსოვნის ეროვნულ დღედ 24 აპრილი გამოცხადდა. სომხების გენოციდის შესახებ მტკიცება წარმოადგენს პოლიტიკურ სიცრუეს, ეწინააღმდეგება ისტორიულ ფაქტებს და არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი“, - აღნიშნულია ერდოღანის წარმომადგენლის განცხადებაში.

კალინის თქმით, ანკარა გმობს და არ შეეგუება მაკრონის მისწრაფებას გადააქციოს პოლიტიკური მოვლენა ისტორიულ ინსტრუმენტად, რათა როგორმე გადაარჩინოს თავის ქვეყანაში ვითარება, რომელიც პოლიტიკურ პრობლემებს განიცდის.

თურქეთი არ ეგუება ტერმინ „გენოციდის“ გამოყენებას 1915 წლის მოვლენების მიმართ და აცხადებს, რომ მაშინ ოსმალეთის იმპერიაში მიმდინარეობდა ძმათამკვლელი ომი და ყველა მხარე დიდ დანაკარგებს განიცდიდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე