ზაზა სარალიძე, რომელსაც მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინეს, შეუძლოდ გახდა

საქართველო, თბილისი - 14:30 | 06.02.2019
ნანახია: 726

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამას სახელმწიფო დაცვის სამსახურმა მთავარი პროკურატურის ეზო ძალის გამოყენებით დაატოვებინა, რის შედეგადაც ის შეუძლოდ გახდა. სარალიძემ ეზოში დაბრუნება რამდენჯერმე სცადა და თვითდაზიანებებიც მიიყენა. ადგილზე იმყოფებოდა სასწრაფო დახმარების სამსახურიც, თუმცა მათ მომსახურებაზე უარი თავად სარალიძემ განაცხადა. ამ წუთებში სარალიძე ისევ პროკურატურასთან იმყოფება. 

ზაზა სარალიძე პროკურატურაში შალვა თადუმაძესთან, მისი შვილის საქმის პროკურორებთან და მასზე დაწყებული გამოძიების მწარმოებლებთან შესახვედრად მივიდა.

პროკურატურაში მისვლის შემდეგ, მას განუცხადეს, რომ მთავარი პროკურორი და პროკურორები სარალიძეს მხოლოდ სამშაბათ შეხვდებოდნენ და შეხვედრა დღეს არ შედგებოდა. ამის შემდეგ კი მოკლული დავით სარალიძის მამა შენობის ეზოში შეიჭრა და პროკურორებს შესახვედრად ვადა დღის ბოლომდე მისცა.

მაგრამ ის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა პროკურატურის ეზოდან ძალის გამოყენებით გამოიყვანა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე