ნობელის პრემიის ლაურეატს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 13:47 | 06.02.2019
ნანახია: 748

კოსტა-რიკის ყოფილი პრეზიდენტი და ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში ოსკარ არიასი სექსუალური სკანდალის ცენტრში აღმოჩნდა. მას ერთ-ერთი აქტივისტი ქალი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

როგორც The Guardian-ი იტყობინება, ყოფილ პოლიტიკოსს ადანაშაულებს ქალი, რომელიც ბირთვული განიარაღების საკითხებით იყო დაკავებული. მისი თქმით, 2104 წელს ის არიასთან სახლში მივიდა, რათა მის საქმიანობაზე ესაუბრათ. ქალის თქმით, ყოფილმა პრეზიდენტმა მასზე ძალადობა სცადა. მისივე თქმით, არიასი მას ეხვეოდა და კოცნიდა. ქალმა მისგან თავის დაღწევა მოახერხა და დაპირდა რომ სხვა დროს შეხვდებოდა.

თვითონ არიასი ბრალდბას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ მთელი ცხოვრება გენდერული თანასწორობისთვის იბრძოდა.

ოსკარ არიასი კოსტა-რიკის პრეზიდენტის პოსტს 1986-1990 და 2006-2010 წლებში იკავებდა. 1987 წელს ის მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაზე წარადგინეს, ცენტრალურ ამერიკაში სამოქალაქო ომის დასრულებაში შეტანილი წვლილისათვის.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე