ვანო ზოდელავა გარდაიცვალა

საქართველო, თბილისი - 12:10 | 06.02.2019
ნანახია: 906

61 წლის ასაკში თბილისის ყოფილი მერი ვანო ზოდელავა გარდაიცვალა. ვანო ზოდელავა აზერბაიჯანის საზღვრიდან თბილისისკენ მომავალ გზაზე ავტოავარიაში 2017 წლის ივლისში მოყვა. ავარიის დროს მან თავის ტრავმა მიიღო. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმე იყო. ავტოავარიის შემდეგ, დღემდე ის საავადმყოფოში მკურნალობდა.

ვანო ზოდელავა 1997-1998 წლებში ქალაქ ფოთის მერი, ხოლო 1998-2004 წლებში თბილისის მერი იყო.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე