რომის პაპმა აბუ-დაბიში მესა აღავლინა

საქართველო, თბილისი - 13:32 | 05.02.2019
ნანახია: 608

რომის პაპმა ფრანცისკემ აბუ-დაბის სტადიოზნე მესა აღავლინა. იუწყება სააგენტო Associated Press-ი.

მესა პირველი ლიტურგიული მსახურებაა, რომელიც რომის პაპმა არაბეთის ნახევარკუნძულზე ჩაატარა.

მესა Zayed Sports City-ს სტადიონზე ჩატარდა. რომის პაპი იქ თავისი ცნობილი პაპამობილით მივიდა. მას დახვდნენ შეძახილებით: „გაუმარჯოს, პაპს“, „გვიყვარხართ“. მესას 135 ათასი ადამიანი დაესწრო.

ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მესას დაესწრნენ მორწმუნეები ასი ქვეყნიდან. სტადიოზნე იმყოფებოდნენ მუსულმანებიც.

რომის პაპმა მესა იტალიურ ენაზე აღავლინა.

მან იმ მორწმუნეებს მიმართა, რომლებიც სახლებიდან შორს იმყოფებიან და მომავლის იმედი აღარ აქვთ.

„უფალს ჩვენთვის არ უთხოვია შეგვექმნა გრანდიოზული პროექტები ან ყურადღება მიგვეპყრო დიდი მანერებით. მან მხოლოდ ერთ რამ გვთხოვა, რომლის შესრულებაც თითოეულ ჩვენგანს შეუძლია - მივხედოთ ჩვენს სიცოცხლეს“, - აღნიშნა ფრანცისკემ.

არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში ერთ მილიონამდე კათოლიკე ცხოვრობს, მათგან უმეტესობა უცხოელია.

რომის პაპი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს დღეს დატოვებს. ვიზიტის დროს ის შეხვდა ქვეყნის ხელისუფელბისა და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლებს.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე