სტამბოლში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით 22 ადამიანი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 13:08 | 05.02.2019
ნანახია: 786

სტამბოლის პოლიციამ 22 ადამიანი „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 „ჩვენმა პოლიციამ ჩაატარა ოპერაცია იმ პირების წინააღმდეგ, რომლებიც „ისლამური სახელმწიფოს“ პროპაგანდაში, მებრძოლების გადაბირებასა და მათი ოჯახებისთვის ფინანსურ დახმარებაში იყვნენ ეჭვმიტანილნი. ოპერაცია 27 მისამართზე ჩატარდა, დაკავებულია 22 ადამიანი. ამოღებულია დოკუმენტები, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაციას ეკუთვნის“, - ნათქვამია სტამბოლის ადმინისტრაციის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე