მეტროსადგური "წერეთელი"დაიკეტა

საქართველო, თბილისი - 12:34 | 05.02.2019
ნანახია: 807

მეტროსადგურ „წერეთელის“ ესკალატორების ტექნიკური ხარვეზის გამო სადგური დროებით ვერ მოემსახურება  მგზავრებს. საბურთალოს ხაზზე  სხვა სადგურებში მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, მატარებლები დროებით არ გაჩერდება აღნიშნულ სადგურზე.

სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურები მუშაობენ ხარვეზის გამოსასწორებლად. სამუშაოების დასრულებისთანავე მეტროსადგური „წერეთელი“ მგზავრთა მიღებას განაახლებს.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე